logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მესმის ხალხის გულისტკივილი, მაგრამ ეს პრობლემა დღესაც რჩება
- +

8 სექტემბერი. 2016. 13:18



საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე დასაქმების პრობლემაზე ისაურბა:


„ძალიან ბევრი გულანთებული ადამიანია მთელი საქართველოს მასშტაბით, ვინც მხარში გვედგა 2012 წელს, როდესაც იყო არა არჩევნები, არამედ ომი. აქედან ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა თანამდებობის მიღმა და ვერ მოხერხდა ყველას დასაქმება და ჯგუფში მათთვის შესატყვისი ადგილების გამოყოფა. აქ პრობლემა არის სუბიექტური. ხშირად შეიძლება გუნდის წევრებს გადაცდომა დაეშვათ და საუკეთესო გარეთ დაეტოვებინათ და შედარებით უარესი დაესაქმებინათ. მაგრამ, ეს არ არის ძირითადი პრობლემა. ძირითადი პრობლემა გახლავთ ის, რომ ერთ ადგილზე დაახლოებით ათი კაცი მოდის ჩვენთან. ეს გახლავთ ჩვენი ძირითადი პრობლემა საქართველოში, დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემა. სხვანაირად შეუძლებელი იყო, ამას ძალიან გაგებით უნდა მოვეკიდოთ. მესმის ხალხის გულისტკივილი. ვიზიარებ მათ გულისტკივილს, მაგრამ ეს პრობლემა დღესაც რჩება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner