logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: პრეზიდენტის ქმედებები ევროკავშირის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ არის მიმართული
- +

26 სექტემბერი. 2023. 16:12

 

 

„პრეზიდენტის მხრიდან ვხედავთ არაერთ მცდელობას, შეუტიოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რაც ევროკავშირის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ არის მიმართული“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტი დემონსტრაციულად არღვევს კონსტიტუციას.

 

„პრეზიდენტის საქციელითა და ქმედებებით დემონსტრაციულად ხდება კონსტიტუციის დარღვევა და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ეს იფუთება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებით და ევროპული მომავლის ლობირებით, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. პრეზიდენტს შეეძლო და შეუძლია, ითამაშოს ის როლი, რაც დაეხმარებოდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მათ შორის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას. იმის ნაცვლად, რომ ეს გაეკეთებინა, დემონსტრაციულად აბსოლუტურად საპირისპირო ნარატივების გაძლიერებას ახდენს. მაგალითად, მას, როგორც პრეზიდენტს, შეეძლო, გარკვეული როლი ეთამაშა დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შესრულებაში. ამის სანაცვლოდ, პრეზიდენტის ინსტიტუტი პოლარიზაციის დამატებით წყაროდ აქცია, რასაც  განსაკუთრებით ვხედავთ ბოლო პერიოდში. ეს არა თუ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა, არამედ დაზიანებაა.

 

მაგალითად, პრეზიდენტის მხრიდან ვხედავთ არაერთ მცდელობას, შეუტიოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. ჩვენ ვნახეთ მისი ქმედებები, რომლებიც მიმართული იყო დამოუკიდებელი ინსტიტუტების არა კარგად ფუნქციონირებისკენ, არამედ ხელის შეშლისკენ. ეს ევროკავშირის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ არის მიმართული, რადგან ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ უნდა შეფასდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება ქვეყანაში. აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ქმედებები მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, თითქოს მხოლოდ ის არის ქვეყანაში ქვეყნის ხელისუფალთა შორის ადამიანი, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას ლობირებს ან მხოლოდ ის არის კონსტიტუციის 78-ე მუხლის გარანტი. თუ ვიზიტებზე და ლობირებაზეა საუბარი, გაუგებარია, ეს მაშინ რატომ არ გააკეთა, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქვეყანას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner