logo_geo
eng_logo
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

26 სექტემბერი. 2023. 17:51

 

 

გლდანის რაიონის გამგეობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების  ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩის კეთილმოწყობას ახორციელებს.

 

აღმაშენებლის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩის ბოლომდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, 13 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იგება. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1 000 000 ლარამდე დაიხარჯება.

 

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner