"საინტერესო დისკუსია გვქონდა ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში, სადაც როგორც თავად ამ ცენტრის, ასევე სხვა კვლევითი ორგანიზაციები იყვნენ წარმოდგენილები," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„გვქონდა შესაძლებლობა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის, ასევე ზოგადად უსაფრთხოების საკითხებზე გვესაუბრა რეგიონში. ვფიქრობ, რომ ძალინ საინტერესო იყო პოზიციების მოსმენა, ასევე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვეცნო ჩვენი ხედვა ამ პროცესისა. მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ აქაც არის მკაფიო მხარდაჭერა და აღიარება იმისა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსი, უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების ტრიო აღდგეს თავისი შინაარსით, ანუ საქართველო იყოს ერთ დონეზე მოლდოვასთან და უკრაინასთან. იმ შემთხვევაში თუ დაიწყება მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთანაც დაიწყოს მოლაპარაკება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.