''მოვისმინეთ, რომ გვექნება რუმინეთის უპირობო მხარდაჭერა, როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე, ნატოს ფარგლებშიც," - ამის შესახებ რუმინეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.
„ევროკავშირთან დაკავშირებით რუმინეთი მზად არის გააქტიუროს თავისი დახმარების პროგრამები, რათა საქართველომ პრაქტიკული ინტეგრაციისთვის განახორციელოს ყველა საჭირო რეფორმა და ტრანსფორმაცია. ამასთან, რუმინეთი გააქტიურებს ძალისხმევას პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად“, - განაცხადა ელჩმა.