logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა
- +

26 სექტემბერი. 2023. 20:36

ილია დარჩიაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. კანდიდატის სტატუსი და საქართველოს პროგრესი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის თემები. დარჩიაშვილი 6 ევროკომისარს და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

 

„მქონდა შეხვედრები რამდენიმე კომისართან, ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და იმაზე თუ როგორ მოხდეს კიდევ უფრო მეტად მობილიზება კომისრების ჩვენი მხარდაჭერის მიმართულებით. ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ბატონ [ოლივერ] ვარჰეისთან.

 

 

[განვიხილეთ] ის ბოლო განვითარებები, რომელიც გვაქვს ქვეყანაში - საქართველოს მიერ ძალიან აქტიურად გადადგმული ნაბიჯები იმისთვის რომ 12 პრიორიტეტი ოქტომბრის ანგარიშამდე მაქსიმალურად შესრულდეს. მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ ჩვენთვის რეფორმების დღის წესრიგი არის პრიორიტეტი ნომერი ერთი“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner