logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ჩვენი გადაწყვეტილებები დამოუკიდებელია - როცა საქმე საფინანსო სისტემას ეხება, განსაკუთრებით ცდილობენ უპასუხისმგებლო პირები ზღაპრები გაავრცელონ, რომ მაქსიმალურად დააზიანონ სისტემა
- +

26 სექტემბერი. 2023. 22:17

"ჩვენი გადაწყვეტილებები რომ ყოფილიყო აწყობილი თუნდაც „ქართული ოცნების“ და მისი თავმჯდომარის ხედვებზე, მაშინ ალბათ, საკრიტიკებელიც არ გავხდებოდით," - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - ჰქონდა თუ არა მას რაიმე სახის კონსულტაცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან მანამ, სანამ საგამონაკლისო ბრძანება გამოიცემოდა, ვინაიდან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ განცხადების შემდეგ, ირაკლი კობახიძე ეროვნულ ბანკში პირადად იმყოფებოდა.

 

 

მისივე თქმით, გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციები „არის ერთ-ერთი მითი იმ სერიიდან, რომ ეროვნულ ბანკში მხოლოდ კარის კაცები დარჩნენ და თანამშრომლები აბუნტდნენ“.

 

 

„ სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საფინანსო სისტემას, რატომღაც, განსაკუთრებით ცდილობენ სხვადასხვა უპასუხისმგებლო პირები, რომ უცნაური ზღაპრები განავრცელონ, იმიტომ, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ეს სისტემა.

 

 

ეს არ გამოუვათ და არ გამოსდით. ჩვენი გადაწყვეტილებები არის დამოუკიდებელი. თქვენს ლოგიკას რომ მივყვეთ, ჩვენი გადაწყვეტილებები რომ ყოფილიყო აწყობილი, თუნდაც „ქართული ოცნების“ და მისი თავმჯდომარის ხედვებზე, მაშინ ალბათ, საკრიტიკებელიც არ გავხდებოდით, მანამდე შედგებოდა ჩვენი კომუნიკაცია, მანამდე შევცვლიდით რაღაცას, ვიდრე საჯაროდ მოგვმართავდა. თუ თქვენი ეჭვები იქნებოდა სწორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ საჯარო მიმართვა არ იქნებოდა საჭირო, როგორც მავანნი ვარაუდობს, მარტო სატელეფონო ზარით გადაწყდებოდა. ეს ასე არ არის. ეს სიმართლე არ არის. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ ჩვენს გადაწყვეტილებებში. ჩვენი გადაწყვეტილებების უფრო მეტი წილი იწვევს კრიტიკას, ზოგჯერ ეს არის კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან, კობახიძის შემთხვევაში იყო კრიტიკა პოზიციის მხრიდან. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოწყვლადები უნდა ვიყოთ, ორიენტირებულები, თუ რომელი პოლიტიკოსი რას იტყვის.

 

 

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ნათქვამს, საყურადღებო იყო იმ კუთხით, რომ ასახავდა იმ განწყობას, რომელიც არსებობდა ბანკებში, საზოგადოების ერთ ნაწილში, გარკვეულ ექსპერტებს შორის, რომ ახლა, როდესაც საქართველოს მოქალაქის შემთხვევაა, როგორ ვიქცევით ჩვენ, გვერდზე გადავდეთ ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონმდებლობა ეს პროცესი გვაქვს ბრმად დათმობილი ეროვნულ ბანკზე და სანქციების ავტომატურ აღსრულებაზე და კომერციულ ბანკებზე, თუ უნდა იყოს რაღაც ნიშა, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს და კონფლიქტის სივრცეს არ დატოვებს ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სანქციების აღსრულებას შორის. ეს აღმოვფხვერით ჩვენ“, - აღნიშნა თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner