logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) წარმომადგენლებს შეხვდა
- +

26 სექტემბერი. 2023. 23:08

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ვიცე-პრეზიდენტს დონალ ბრაუნს და IFAD-ის ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ევროპის რეგიონულ დირექტორს დინა სალეჰს შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე ყურადღება განსაკუთრებით იმ პროექტებზე გამახვილდა, რომლებსაც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით ახორციელებს საქართველოში.

 

 

მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ვიცე-პრეზიდენტთან და მის გუნდთან. გარდა იმისა, რომ ვისაუბრეთ IFAD-ის მიერ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებზე, აქცენტები გავაკეთეთ სოფლის მეურნეობაში სამომავლო პრიორიტეტებზე. IFAD განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს მერძევეობის დარგის განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ რძის სექტორის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA), რომელიც მათი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა, დიდი შედეგების მომტანია და ახლა მიღწევებს შენარჩუნება და გაგრძელება სჭირდება“, - განაცხადა წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

 

 

შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს სოფლის მეურნეობაში ქალების გააქტიურებაზე, სპეციალური დახმარების პროგრამებზე, სოფლის მეურნეობაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზე, მონაცემების შეგროვებასა და მის ანალიტიკაზე, რასაც სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 

 

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე.

 

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ IFAD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ოფისის ხელმძღვანელი ლიამ ჩიკა და პროექტების მენეჯერი ლალი დურმიშიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner