logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კამპანიები, რაც დაკავშირებულია ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობასთან, აგებულია კანდიდატის სტატუსის თემაზე, ხდება ამ თემის ინსტრუმენტალიზაცია ე.წ. პოლარიზაციის გასაღვივებლად
- +

26 სექტემბერი. 2023. 23:11

"სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენება პოლარიზაციის დამატებით გაღვივებისთვის. საკითხი, რომელიც წესით უნდა ყოფილიყო საფუძველი რაღაც იდეის გარშემო გაერთიანებისთვის, უნდა ყოფილიყო საფუძველი თითქოს გაერთიანებისთვის, ვხედავთ, რომ გამოიყენება როგორც ერთგვარი შიშველი ინსტრუმენტი პოლარიზაციის შემდგომი გაღვივებისთვის, რაც ძალიან ცუდია," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

 

 

„რომ არ ყოფილიყო ეს თემა დღის წესრიგში, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, პოლარიზაციის ხარისხი თვისობრივად უფრო ნაკლები იქმნებოდა. ეს შეიძლება თამამად ითქვას. მთელი ეს, ასე ვთქვათ, კამპანიები, რაც დაკავშირებულია ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობასთან და ა.შ. მთლიანად აგებულია კანდიდატის თემაზე, რაც ძალიან ცუდია, ხდება ამ თემის ინსტრუმენტალიზაცია, რათა ე.წ. პოლარიზაცია გაღვივდეს ჩვენს ქვეყანაში, რასაც სინამდვილეში ეწოდება რადიკალიზაცია. ეს არ არის პოლარიზაცია. მგონია, რომ პოლარიზაცია არის მოგონილი ტერმინი. სინამდვილეში რასაც უწოდებენ პოლარიზაციას, რეალურად არის რადიკალიზაცია, რასაც ცდილობს რადიკალური ოპოზიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner