logo_geo
eng_logo
ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება
- +

26 სექტემბერი. 2023. 23:16

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ამის მიზეზი საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ გზის საფარის დაზიანება გახდა.

 

 

23:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა ბახტრიონის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს შეეხება. გზის საფარი უახლოეს დღეებში აღდგება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner