logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: „ბიზნეს სახლი“ რევოლუციური პროექტია, რომელიც ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს შეცვლის
- +

8 სექტემბერი. 2016. 13:28



„ბიზნეს სახლი" ეს არის სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებური მოდელი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორთაჭალაში განაცხადა, სადაც „ბიზნეს სახლის" პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.



პრემიერის თქმით, დღეს არის მნიშვნელოვანი დღე და იწყება ოთხპუნქტიანი რეფორმის ერთ-ერთი მიმართულების - მმართველობითი რეფორმის ნაწილის უმნიშვნელოვანესი პროექტის: ერთიანი ბიზნეს სივრცის შექმნის პროექტის განხორციელება.



ბიზნეს სახლი ეს არის სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი სერვისის, რომელსაც დღეს ბიზნესი, იურიდიული პირები იღებენ, ერთიან სივრცეში, ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდების პროექტს. ეს პროექტი განსაზღვრულია იმისთვის, რომ დღეს სხვადასხვა სამინისტროში, სახელმწიფო უწყებებში გაფანტული 600-ზე მეტი სერვისი მიწოდებული იქნას ერთი ჭერის ქვეშ, ერთი ფანჯრის პრინციპით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში აღიწერა ყველა სერვისი, რომელიც დღეს სჭირდება ბიზნესს, რომელსაც დღეს ბიზნესი იყენებს სახელმწიფოს მხრიდან და ეს არის 600-ზე მეტი მომსახურება.



ეს არის ფაქტობრივად რევოლუციური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს. თვისობრივად გააუმჯობესებს მიწოდების ხარისხს და შეამცირებს მომსახურების დროს და დანახარჯებს მომსახურებაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner