logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: მორიგი ქიმიოთერაპია გაუკეთეს... „გედია“ და „ლიმონა“ თურქეთის კლინიკაში ერთმანეთს ყოველდღე ნახულობენ...
- +

27 სექტემბერი. 2023. 00:09

რამდენიმე დღის წინ, გია ბურჯანაძემ ფართო საზოგადოებას გაუმხილა, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის.  მსახიობის თქმით, მძიმე პერიოდი გადაიტანა და ახლა ოპერაციისთვის ემზადება.

 

 

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გია ბურჯანაძე თურქეთის იმ კლინიკაში გადის მკურნალობ ის კურსს, სადაც მისი კოლეგა, სოსო ჯაჭვლიანი იმყოფება. მათი შეხვედრა მოულოდნელი და ემოციური აღმოჩნდა. ამის შესახებ მათი მეგობარი, პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე გვიყვება.

 

 

მისი თქმით, სოსო ჯაჭვლიანს ისევ ქიმიოთერაპიის კურსი უტარდება და სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის შესაძლოა, თბილისში დაბრუნდეს.

 

 

დავით ლორთქიფანიძე: სოსო ისევ თურქეთის კლინიკაში მკურნალობს, მორიგი ქიმიოთერაპია გაუკეთეს და დაახლოებით, 10-11 ოქტომბრისთვის ელიან, რომ შემდგომი შემოწმება გაიაროს და ამის შესაბამისად გადაწყდება, შეძლებს თუ არა თბილისში ჩამოფრენას და ცოტა ხანს აქ ყოფნას. მოგეხსენებათ, იქ ცხოვრება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და თან აუცილებელია, რომ გარემო შეიცვალოს.

 

 

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვენთვის მოულოდნელად, სოსო ჩვენს საყვარელ მეგობარსა და მსახიობს, გია ბურჯანაძეს შეხვდა. გიაც იქ ყოფილა, ისიც იქ მკურნალობს და ზუსტად იმ პროცესს გადის, რასაც სოსო. ისიც იმედიანად არის, აქვს მოლოდინი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესდება.

 

 

- როგორი იყო მათი პირველი შეხვედრა, უცხო მიწაზე, თანაც, კლინიკაში... ბატონმა სოსომ რა ემოციები გაგიზიარათ?

 

 

- თავიდან ერთმანეთის დანახვა გაუკვირდათ, შემდეგ პოზიტიურ და კარგ ემოციაში გადაეზარდათ. როგორც სოსომ მითხრა, შედარებით ხალისიანად არიან, ყოველდღიურად ნახულობენ ერთმანეთს.  ახლობლები არიან, ჩემთვის ორივე დიდი მსახიობი, კარგი ქართველები - ერთი „გედია“, მეორე „ლიმონა“. ორივეს აქვს ის პოზიცია, რომ ქართული კულტურისთვის კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი. ერთმანეთის ყოველდღე ნახვამ მათ მკურნალობაში პოზიტიური მუხტი შეიტანა. 

 

 

როგორც სოსომ მითხრა, იხსენებენ აქციების პერიოდს, როგორ არბევდნენ, ავიწროებდნენ... მოგეხსენებათ, 26 მაისის აქციის მონაწილეები ბევრი ვართ, მაგრამ სოსო დაკავებულიც იყო, გიაც იყო ცოტა ხნით. სოსო 30 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ყველას გვახსოვს, პატრიარქმა სთხოვა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა. ეს ყველაფერი - სტრესები, განცდები, ემოციები სერიოზულად მოქმედებს და ამ ყველაფერმა მათ ჯანმრთელობას, სამწუხაროდ, დაღი დაასვა.

 

 

პოლიტიკაზე არ გვსურს საუბარი, მაგრამ, ნებსით თუ უნებლიეთ, საუბრისას სიტყვა გაგვექცევა ხოლმე - რა გავიარეთ და დღეს კიდევ იმ „სისხლიანი ბანდის“ წარმომადგენლებს ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიაზე აქვთ პრეტენზია, ლაპარაკობენ ევროპულ ღირებულებებზე და რაც მთავარია, ლაპარაკობენ კი არა, ქართულ საზოგადოებას ამუნათებენ და ითხოვენ ისეთს, რომლის აბსოლუტურად ანტიპოდები არიან, მე ვერავინ დამარწმუნებს, რომ ისინი შეიცვლებიან.

 

 

ეს ყველაფერი ჩვენზე ნეგატიურად მოქმედებს. სოსოზე და გიაზე განსაკუთრებით, რადგან ჩვენ ერთად გავიარეთ ის სიმძაფრე. სოსომ და გიამ კი ეს ჯანმრთელობით ზღვეს. 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner