ურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ აშშ F-16-თან დაკავშირებით დაპირებას შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ერდოღანის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განიხილეს შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი გასულ კვირას ნიუ-იორკში.
"თუ ისინი [აშშ] შეასრულებენ დანაპირებს, ჩვენი პარლამენტიც შეასრულებს საკუთარ დაპირებას. თურქეთის პარლამენტი იტყვის საბოლოო სიტყვას შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.