logo_geo
eng_logo
სახელმწიფო დეპარტამენტი მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე: რუსეთმა აჩვენა, რომ ის არ არის უსაფრთხოების სფეროში პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო
- +

27 სექტემბერი. 2023. 01:37

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ რუსეთმა აჩვენა, რომ ის არ არის უსაფრთხოების სფეროში პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო.

 

 

მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მეთიუ მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიონ გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას.

 

 

"მე აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადეს, რომ მომავალ კვირას აპირებენ შეხვედრას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ისინი შეხვდნენ [ერთმანეთს] და საბოლოოდ გადალახონ განხეთქილება ორ ქვეყანას შორის", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner