logo_geo
eng_logo
უკრაინის პრემიერი: უკრაინამ თითქმის დაასრულა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად
- +

27 სექტემბერი. 2023. 01:48

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინამ თითქმის დაასრულა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

 

 

შმიგალის თქმით, სახელმწიფო პროგრამის - „ერთობა მრავალფეროვნებაში“ - დამტკიცების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ევროკომისიის შვიდივე რეკომენდაციის შესრულების სრულ დასრულებაზე საუბარი. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს პირობების შექმნას ეროვნული უმცირესობებისა და მკვიდრი მოსახლეობის უფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.

 

 

პრემიერის თქმით, პროგრამის დამტკიცების შემდეგ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ სამთავრობო დონეზე უკრაინა სრულად დაასრულებს ევროკომისიის შვიდივე რეკომენდაციის შესრულებას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner