logo_geo
eng_logo
ბლინკენმა და ალიევმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს
- +

27 სექტემბერი. 2023. 01:41

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო საუბარი გამართა.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ბლინკენმა ალიევს განუცხადა რეგიონში საომარი მოქმედებების თავიდან აცილების აუცილებლობის შესახებ.

 

 

დღეს, სახელმწიფო მდივანი კვლავ ესაუბრა პრეზიდენტ ალიევს და ხაზი გაუსვა გადაუდებელ აუცილებლობას შემდგომი საომარი მოქმედებების შეწყვეტის, მშვიდობიანი მოსახლეობის უპირობო დაცვისა და გადაადგილების თავისუფლებისა და მთიან ყარაბაღში შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომის შესახებ“, - აღნიშნა მილერმა.

 

 

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, ალიევმა თავის მხრივ განაცხადა, რომ შემდგომში საომარ მოქმედებებს ადგილი არ ექნება.

 

 

და ჩვენ ველით, რომ იგი შეასრულებს ამ დაპირებას. მან ასევე თქვა, რომ მიიღებს სადამკვირვებლო მისიას და ჩვენ ველით, რომ იგი შეასრულებს ამას“, - დასძინა მილერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner