logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დღეს ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ სწორედ ამაშია რისკი - შეიძლება, ყველაფერ უკადრებელზე წავიდნენ
- +

27 სექტემბერი. 2023. 00:24

"დღეს ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ სწორედ ამაშია რისკი - შეიძლება, ყველაფერ უკადრებელზე წავიდნენ," – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

 

„რადიკალიზაციის რისკები არსებობს. ერთი მხრივ, ყველა ამბობს, რომ დღევანდელი ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და თითქოს, ეს იძლევა დამშვიდების საშუალებას, მაგრამ ჩვენ თავს ვერ დავიმშვიდებთ. მათ შორის, იმის გამო, რომ ეს სისუსტე ხშირად, მეტ რისკს შეიცავს ხოლმე. ადამიანური ბუნებაც ასეთია და ადამიანთა ერთობის ბუნებაც, რომ როდესაც სუსტია, ხანდახან, სისუსტის პირობებში უფრო საშიში შეიძლება გახდეს ადამიანი. მაგალითად, უფრო ადვილად შეიძლება, გაისროლოს და რადიკალურ ნაბიჯზე უფრო მარტივად წავიდეს, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ხანდახან, სუსტი ადამიანი უფრო მძიმე დანაშაულზეც მიდის ხოლმე, ვიდრე ძლიერი. ეს ადამიანური ბუნებაა და ამიტომ, სისუსტემ არ უნდა დაგვამშვიდოს. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტია დღეს ოპოზიცია და მათ შორის, რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ სწორედ ამაშია რისკი. ისინი შეიძლება, ყველაფერ უკადრებელზე წავიდნენ. ამიტომ არ უნდა ვიყოთ ზედმეტად დამშვიდებული და მათი ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

მისი თქმით, ბოლო კვლევების მიხედვით, ოპოზიციის ელექტორალური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

 

 

„ბოლო წელიწადნახევარია, რამდენიმე კვლევა ჩატარდა და არცერთხელ არ გვქონია 50%-ზე დაბალი მაჩვენებელი და ჩვენი მაჩვენებელი 50%-ს კარგად იყო აცილებული. ეს მათ შორის, განპირობებულია იმით, რომ ოპოზიციური ელექტორატი ვეღარ ხედავს საკუთარ არჩევანს ოპოზიციის შიგნით, რადგან ადამიანები ხედავენ ყველაფერს. ხაბეიშვილს იმაზე ნაკლები აძლევს ხმას, ვიდრე თავის დროზე, თუნდაც მელიას აძლევდა. წარმოიდგინეთ, რა მძიმე არჩევანია, ერთ მხარეს არის ერთი უბედურება და მეორე მხარეს მელიაზე მეტი უბედურება. მელიაზე მეტი უბედურება როგორ შეიძლება, კაცმა წარმოიდგინოს, მაგრამ არის ხაბეიშვილი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner