logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: „ბიზნეს სახლის“ მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება
- +

8 სექტემბერი. 2016. 13:30



პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ორთაჭალაში, სადაც „ბიზნეს სახლის" პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის „ბიზნეს სახლის" მშენებლობა, დღეის მონაცემებით, 2017 წლის ბოლოს დასრულდება.



მისი თქმით, „ბიზნეს სახლში" თავმოყრილი იქნება 600-მდე სერვისი. მისივე თქმით, კონცეფცია გაწერილია თავიდან ბოლომდე და დღეის მდგომარეობით უკვე არსებობს კონცეპტუალური დიზაინი.



შემდეგი ნაბიჯები იქნება სახელმწიფო შესყიდვების დაწყება პროექტირებაზე, ხოლო შემდეგ უკვე მშენებლობაზე. დღეს დათვლილი ვადის მიხედვით, 2017 წლის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ეს შენობა. ასევე თვითონ შენობა იქნება ენერგოეფექტური", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, შეიქმნება ადგილი, სადაც უცხოელ ინვესტორს ასევე ექნება შესაძლებლობა მოსვლის და იმის გაგების, თუ რა საინვესტიციო შესაძლებლობები არსებობს საქართველოში. ასევე შესაძლებლობა ექნება, რომ ყველა სერვისი ერთობლივად მიიღოს.



მინისტრის თქმით, გარდა სახელმწიფო სერვისებისა, „ბიზნეს სახლში" აუცილებლად იქნება თავმოყრილი, აუდიტორული, იურიდიული, კომუნალური კომპანიები, ბანკები, ანუ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღოს ყველა მომსახურება ერთ სივრცეში, რაც ბიზნესს სჭირდება.



გარდა ამისა, ქუმსიშვილის თქმით, ინერგება ასევე რამდენიმე სიახლე, ანუ ყველაფერი რაც გაკეთდება ფიზიკურ სივრცეში, ასევე იქნება ელექტრონულ სივრცეშიც, რაც ნიშნავს რომ ელექტრონული პრინციპი დაინერგება.



ასევე დაინერგება პრინციპიმხოლოდ ერთხელ", რაც ნიშნავს, რომ თუ ორგანიზაცია მიაწვდის რაიმე ინფორმაციას სახელმწიფოს, მოხდება აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება დანარჩენ უწყებებს შორის და მას ხელმეორედ აღარ მოუწევს ამ ინფორმაციის მიწოდება, რაც დაზოგავს კომპანიების ხარჯებს და ასევე დროს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.



მისივე თქმით, „ბიზნეს სახლის" აშენების შემდეგ დღიურად ელოდებიან 1 200 მომხმარებელს. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, მისივე თქმით, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია და მშენებლობის ტენდერის დასრულების შემდეგ გახდება თანხა ცნობილი.



გარდა ამისა, როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება არ აპირებს ბიუროკრატიის გაზრდას, არამედ „ბიზნეს სახლი" დაკომპლექტდება იმ ხალხით, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა უწყების ფრონტ ოფისებში მუშაობენ.



იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა უწყების ფრონტ ოფისებში არიან, მათ გადმოვიყვან აქ დაბიზნეს სახლი" სწორედ ამ ადამიანებით დაკომპლექტდება. ჩვენ ბიუროკრატიის გაზრდას არ ვაპირებთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner