logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციური ელექტორატი ვეღარ ხედავს საკუთარ არჩევანს ოპოზიციის შიგნით. რა მძიმე არჩევანია - მელიაზე მეტი უბედურება როგორ შეიძლება კაცმა წარმოიდგინოს, მაგრამ არის ხაბეიშვილი
- +

27 სექტემბერი. 2023. 00:29

"ბოლო წელიწადნახევარია, რამდენიმე კვლევა ჩატარდა და არცერთხელ არ გვქონია 50 პროცენტზე დაბალი მაჩვენებელი და ჩვენი მაჩვენებელი 50 პროცენტს კარგად იყო აცილებული," - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასეთი მაჩვენებლის მიზეზებზეც ისაუბრა.

 

 

ეს მათ შორის, განპირობებულია იმით, რომ ოპოზიციური ელექტორატი ვეღარ ხედავს საკუთარ არჩევანს ოპოზიციის შიგნით, რადგან ადამიანები ხედავენ ყველაფერს. ხაბეიშვილს იმაზე ნაკლები აძლევს ხმას, ვიდრე თავის დროზე, თუნდაც მელიას აძლევდა. წარმოიდგინეთ, რა მძიმე არჩევანია, ერთ მხარეს არის ერთი უბედურება და მეორე მხარეს მელიაზე მეტი უბედურება. მელიაზე მეტი უბედურება როგორ შეიძლება, კაცმა წარმოიდგინოს, მაგრამ არის ხაბეიშვილი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner