logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე: ეს არის გეგმა, ტრენდი
- +

27 სექტემბერი. 2023. 10:14

 

 

მეორე ფრონტის იდეა და ომის სცენარისკენ მოწოდება - რადიკალური ოპოზიციის სურვილი ამჯერად გუბაზ სანიკიძემ გაახმოვანა. პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის იდეას აზერბაიჯანის მაგალითით ამართლებს და მთიან ყარაბაღს აფხაზეთსა და ცხინვალს ადარებს. სანიკიძე ფიქრობს, რომ ფრონტის გახსნით აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორია სწრაფად დაიბრუნა და საქართველოშიც ასე უნდა იყოს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გუბაზ სანიკიძე არ არის ერთადერთი, ვინც ასე ფიქრობს.

 

„გუბაზ სანიკიძე არ არის ერთადერთი, ვინც ასე ფიქრობს, უბრალოდ, ის უფრო ხისტად გამოხატავს ამ პოზიციას. ეს არის გეგმა, ტრენდი, რომელიც მუდმივად არსებობდა იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც ხელისუფლების გადაყენებაზე დაიწყო საუბარი. იმ პერიოდიდან მოყოლებული, როგორც კი უკრაინის პრეზიდენტმა თავისი ელჩი გაიწვია ქვეყნიდან იმის გამო, რომ იგი ომში, საომარ მოქმედებებში არ ერთვება. ფაქტია, რომ ეს არის ტრენდი და გუბაზ სანიკიძის ეს განცხადებაც აქეთკენ არის მიმართული“, - განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner