საქართველოს პრეზიდენტი უნებართვო ვიზიტებს განაგრძობს. მთავრობის თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილი ამჯერად ბალტიისპირეთს სტუმრობს. პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
„ძალიან დამაზიანებელია, როდესაც გარკვეული შეუთანხმებელი მოქმედებები ჩანს, მითუმეტეს როდესაც კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი გვაქვს წინ და პარლამენტს ამაზე უწევს სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება. ჩვენ და ჩვენი მშობლების თაობას ძალიან კარგად ახსოვს, თუ სადამდე მიიყვანა ქვეყანა კონსტიტუციისა და კანონის უგულებელყოფამ. როდესაც სხვადასხვა ლიდერი თვლიდა, რომ მისი აზრი, მისი გადაწყვეტილება, მისი სურვილი იდგა უფრო მაღლა, ვიდრე კონსტიტუცია. ამან მიგვიყვანა სამოქალაქო ომამდე, ამან მიგვიყვანა არაერთხელ პოლიტიკურ კრიზისამდე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.