logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტზე არის პოლიტიკური ზეწოლა, რომ ფარცხალაძის საკითხი დარჩეს დღის წესრიგში
- +

27 სექტემბერი. 2023. 11:50

 

 

პრეზიდენტის არათანმიმდევრულობა და შეცვლილი პოზიცია ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის შემდეგ, კანონების დარღვევაზე გადავიდა. „ქართული ოცნება“ მას  ოპოზიციის წესებით თამაშში ამხელს. ცნობისთვის, ზურაბიშვილი მოქალაქეობის შეწყვეტისთვის საჭირო დოკუმენტების გადაგზავნას დაუყოვნებლივ ითხოვდა,  თუმცა, მას შემდეგ,  რაც დოკუმენტები მიიღო,  ხელის მოწერა გადაიფიქრა.

 

„პირდაპირ ჩანს, რომ არის ზეწოლა და მოთხოვნა, რომ ეს საკითხი დარჩეს დღის წესრიგში. ოპოზიციას სხვა თემა რეალურად არ გააჩნია, რითიც შეიძლება ყოველდღე თავი შეინარჩუნოს. აქედან დავინახეთ სამი ურთიერთგამომრიცცხავი განცხადება: ერთხელ როდესაც მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნაზე საჯარო განცხადება იყო გაკეთებული, მეორედ, როდესაც უკვე უარი იყო მოქალაქეობის შეწყვეტაზე და ახლა როდესაც საუბარია 3-თვიან ტაიმაუტზე. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ, როგორც ჩანს, არის პოლიტიკური ზეწოლა და პრეზიდენტს სთხოვენ, რომ ეს საკითხი როგორმე დატოვოს დღის წესრიგში.

 

 

ყოველდღიურად პრეზიდენტი აძლევს საშუალებას რადიკალურ ოპოზიციას, რომ ისაუბროს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში წამყვანი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner