logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მილეული პარტიაა, მათი სეგმენტაცია უშედეგო იქნება
- +

27 სექტემბერი. 2023. 11:51

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მილეული პარტიაა. მას პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

ამით დეპუტატი ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს: „ჩვენს პარტიაში მძიმე რეალობაა, არ გამოვრიცხავ, სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ღირსეულად დავშორდეთ“.

 

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მათი სეგმენტაცია უშედეგო იქნება.

 

„ისინი ცდილობენ გარკვეულ გადაადგილებას შიგნით, მაგრამ იმდენად დისკრედიტებულია მისი ყველა შემადგენელი, რომ მათი სეგმენტაცია საერთო ჯამში, მაინც  უშედეგო იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner