„ნაციონალური მოძრაობა“ სახელი დარჩა, მაგრამ ერთიანი მოძრაობა, როგორც ასეთი, აღარ არსებობს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
გიორგი ვოლსკის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო მეტ რესურს ფლობს ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის.
„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ასეთი, სახელი დარჩა, მაგრამ როგორც ასეთი ერთიანი მოძრაობა აღარ არსებობს. ცუდი ის არის, რომ არავინ არ ემიჯნება იმას, რასაც დანაშაული ჰქვია, მძიმე დანაშაულების პერიოდს, ყველა ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, ვინ უფრო მეტ რესურსს ფლობს ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის. ერთნი, რომელიც ყრილობას ატარებენ და უნდათ შემოაბრუნონ სიტუაცია, თუ მეორენი, რომლებმაც ყრილობა უკვე ჩაატარეს და აირჩიეს ლევან ხაბეიშვილი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.