logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: დიდი ეჭვი მაქვს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
- +

8 სექტემბერი. 2016. 13:37


 

„უდიდეს პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას და მის ოჯახს. ზვიადის დროს უამრავი პოზიტივი მოხდა საქართველოში. მაშინ მოხდა საქართველოს ყველაზე დიდი გაერთიანება. სწორედ ზვიადის დროს მივაღწიეთ ჩვენი სამშობლოსადმი სიყვარულის გამოვლინების პიკს. ზვიად გამსახურდია გულანთებული პატრიოტი იყო", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.


ივანიშვილმა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზეც ისაუბრა:

 

„სწორედ ახალმა ხელისუფლებამ მოახერხა მისი საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა და საქმის გამოძიება მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით და არა თვითმკვლელობის. დიდი ეჭვი გამაჩნია პირადად მეც, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს.

 

თუმცა, ის, რომ ეს ხელისუფლება გამოუცდელი იყო, ამაში სასირცხვილო არაფერია. 25 წელიწადია მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. გასაკვირი არ არის, რომ ზვიად გამსახურდიას დროს მეტი გამოუცდელობა იყო. თუკი მაშინ ყველაზე დიდი აღზევება გვქონდა, ყველაზე დიდი უბედურებაც მივიღეთ, სამოქალაქო ომი. მე დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას და უარყოფით კონტექსტში არასდროს მოვიხსენიებ. უარყოფით კონტექსტში შეიძლება მოვიხსენიო ზოგადად ეს 25 წელიწადი.

 

წინა გადაცემაში სწორედ ამაზე გავაკეთე აქცენტი, რომ დღეს, როგორც იქნა, მივიღეთ ხელისუფლება, რომელსაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს და ამაში, რა თქმა უნდა,  იმდროინდელი გამოცდილებაც მონაწილეობს, ისინი პირველი მერცხლები იყვნენ. დღეს მივიღეთ ხელისუფლება, რომელსაც მართვის კარგი გამოცდილება აქვს, კვირიკაშვილზე ვაკეთებ აქცენტს. ხელისუფლება დღეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, მათ აქვთ განცდა, რომ ხალხის სამსახურში არიან და სააკაშვილივით ხალხს არ იმსახურებენ. „ქართული ოცნების" დღევანდელ ჯგუფს ხელეწიფება, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს და მხოლოდ ეს გამოკვეთავს ჩემს მხარდაჭერას მათ მიმართ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner