logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: ისინი, ვინც აფხაზეთის ომის უმძიმეს ამბებს სოციალურ ქსელში წერენ, მტრობას აღვივებენ და კონფლიქტის დარეგულირებით არ არიან დაინტერესებულნი, მათ ომი უნდათ
- +

27 სექტემბერი. 2023. 12:42

 

 

ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის პოლიტიკის გაღრმავების აუცილებლობაზე  წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

 

„მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებისგან და უცხოელი თუ ქართველი პოლიტიკოსებისგან ომის დაწყების რიტორიკა არ წყდება, სოციალურ ქსელში დაიწყო აფხაზეთის ომის უმძიმესი კადრების გავრცელება და აპელირება იმაზე, თუ რა გაუკეთეს აფხაზებმა ქართველ ბიჭებს, როგორ აწამებდნენ, ასახიჩრებდნენ და ასე შემდეგ. დებენ სტატუსებს და ჰყვებიან საშინელ ამბებს, რაც ისედაც ვიცით. ამაზე საუბრობდა თავად მიხეილ სააკაშვილიც სულ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ნანა ჯაველიძის ახალი ფილმი „იარე, ლიზა" გააკრიტიკა და ხალხს შეახსენა, თუ როგორ აწამეს მისი მეგობარი აფხაზეთში. პატიმარმა პრეზიდენტმა „მობოდიშების“ პოლიტიკა უწოდა ხელისუფლების დღევანდელ პოლიტიკას, რომ ნდობის აღდგენით და ურთიერთპატივისცემით დავიბრუნოთ ჩვენი ძმები.

 

არც სააკაშვილს და არც სხვას ამ ამბების გახსენებით ის კი არ სურთ, რომ აფხაზეთში დაღუპული ბიჭები არ დავივიწყოთ, არამედ, ამით აღვივებენ მტრობას ქართველებსა და აფხაზებს შორის და კვლავ საომარ განწყობას აყალიბებენ. სხვას ვერაფერს მივაწერთ მათ ქმედებას, მითუმეტეს დღეს, როდესაც სერიოზული ზეწოლა ხორციელდება უცხოეთიდან ხელისუფლებაზე, რომ გახსნას მეორე ფრონტი საქართველოში. არადა, ნდობის აღდგენის კუთხით ნამდვილად ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება დღესაც,“ -  წერს  თამარ ჩიბურდანიძე.

 

ანალიტიკოსი  წერილში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვინც სოციალურ ქსელში აფხაზეთის უმძიმეს ამბებზე საუბროს, მას მხოლოდ მტრობის გაღვივება სურს.

 

„ამ ტკივილის დავიწყება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე მშვიდობიანი პოლიტიკით. ისინი კი, ვინც აფხაზეთის უმძიმეს ამბებზე სოციალურ ქსელში წერენ მტრობის გასაღვივებლად, კონფლიქტის დარეგულირებით არ არიან დაინტერესებულნი, მათ ომი უნდათ.

 

დიდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს! მათი ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ოცნება ავუხდინოთ და საქართველო გავამთლიანოთ. ეს კი, კვლავ ურთიერთდაპირისპირებით და ომით არ მიიღწევა. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს!“ -  წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner