logo_geo
eng_logo
1 ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტის გამო, კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის დრო გახანგრძლივდება
- +

27 სექტემბერი. 2023. 12:51

 

 

1 ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტის გამო, კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის დრო გახანგრძლივდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„1 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“, ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული, ქართველი მსმენელისთვის ძალიან საყვარელი მომღერალი ბრუნო მარსი, თავის ბენდთან ერთად, მსმენელის წინაშე წარსდგება. სასიხარულოა, რომ ეს მოვლენა ემთხვევა „თბილისობის“ დღესასწაულს. როგორც „სთარრინგ ჯორჯიას“ წინა კონცერტზე, ახლაც მივიღეთ გადაწყვეტილება, გახანგრძლივდეს კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის დრო კონცერტის ღამეს, 02:00 საათამდე. მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ კონცერტზე მისულ მოქალაქეებს, რომ სახლში დროულად დაბრუნება მოახერხონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ავტობუსების აღნიშნული მარშრუტებია: N306, 308, 311, 315, 320, 327, 381, 384, 386. ავტობუსები 20:00 საათიდან გახანგრძლივებული დროის ჩათვლით, პიკის პერიოდში დაგეგმილი ინტერვალებით იმოძრავებენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner