საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი უნებართვო ვიზიტებს ამჯერად ბალტიისპირეთში ახორციელებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტი თავისი ქმედებებით უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
„პრეზიდენტი ცდილობს, რომ თავი წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოს ხელისუფალთა შორის ის ერთადერთი გულწრფელი გულშემატკივარია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვის ერთადერთი გარანტი. ის ცდილობს ამ მოსაზრების გაძლიერებას ერთი მხრივ, თუმცა, თავისი ქმედებებით, ის უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.