აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღევანდელი დღე, საქართველოს უახლეს ისტორიაში არის უმძიმესი დღე და ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, პატივს მივაგებთ ამ უთანასწორო ომში დაღუპულ გმირ ჯარისკაცებს. ასევე, სრულ თანადგომას ვუცხადებთ დევნილ ოჯახებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი, სამშვიდობო პოლიტიკით დავიბრუნებთ ერთმანეთს და დავბრუნდებით აფხაზეთში“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.