logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი „პატრიოტთა ალიანსზე“: კეთილი ინებონ და სკეპტიკურ გამონათქვამებს ნუ იხმარენ
- +

8 სექტემბერი. 2016. 13:43



„პატრიოტთა ალიანსის" პლატფორმა გამოკვეთილად არ ჩანს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" საუბრობს. ივანიშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსს" არ აქვს გამოკვეთილი მიმართულება, რა უნდათ და რას ემხრობიან, და ეს ყველაფერი ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს.


„პატრიოტთა ალიანსის" პლატფორმა გამოკვეთილად არ ჩანს. ევროკავშირის ელჩთან მქონდა შეხვედრა, რამდენიმე თვის წინ, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ის მოვიდა პირდაპირ „პატრიოტთა ალიანსთან" შეხვედრიდან და გაოცებული იყო. უკითხავს, ევროკავშირი გინდათო? გვინდაო. NATO გინდათ? გვინდაო. ეს ჩამრჩა მეც მხედველობაში, რომ ძირითად მიმართულებას მხარს უჭერენ. ამ 2-3 დღეში გადავავლე თვალი მათ გამონათქვამებს და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. როდესაც გამოდიან და ამბობენ, რომ ევროპა არ უნდათ, რადგან ის ეომება ჩვენს მართლმადიდებლობას და საბერძნეთის მაგალითი მოჰყავთ, რაც აბსოლუტური ნონსენსია. ძალიან დიდი კითხვის ნიშანი აქვთ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რაზეც მე ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ ეს კანონი მიგვეღო. ძალიან კრიტიკულ გამონათქვამებს აკეთებენ და სკეპტიკური დამოკიდებულება ჩანს ევროკავშირთან დაკავშირებით, ასოცირების ხელშეკრულებას აკრიტიკებენ. ძალიან დიდი კრიტიკაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით.

 

თუ ევროპა მოსწონს „პატრიოტთა ალიანსს", მაშინ ევროპულ ღირებულებებს პატივი უნდა სცენ. თუ საქართველოს სტრატეგიულ მიმართულებას მხარს უჭერენ და ვთხოვდი, რომ ეს ამომრჩევლისთვის დაეფიქსირებინათ, თუ უსაფრთხოებაზე საუბრობენ და NATO-ზე თანახმანი არიან, კეთილი ინებონ და სკეპტიკურ გამონათქვამებს ნუ იხმარენ ჩვენს ძირითად პარტნიორებთან მიმართებაში", - განაცხადა ბიძინა ივანიშილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner