logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია: დარწმუნებული ვართ, მშვიდობიანი პოლიტიკით აუცილებლად შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას
- +

27 სექტემბერი. 2023. 13:27

 

 

„დარწმუნებული ვართ, რომ, მშვიდობიანი პოლიტიკით, აუცილებლად შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - ამის შესახებ გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებაშია აღნიშნული.

 

„დღეს სოხუმის დაცემის დღეა. 30 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც 100 ათასობით ჩვენმა მოქალაქემ იძულებით დატოვა აფხაზეთი. ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირი ჯარისკაცების და თითოეული მოქალაქის ხსოვნას, ვინც ამ ომს შეეწირა. დღემდე ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, თუმცა ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ, მშვიდობიანი პოლიტიკით, აუცილებლად შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ერთობლივად, ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს“, - აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner