logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილმა სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
- +

27 სექტემბერი. 2023. 14:22

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე იმყოფებოდა.

 

მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

პრემიერ-მინისტრი ადგილზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner