logo_geo
eng_logo
ლევან იოსელიანი: იმედი მაქვს, მოვესწრებით დღეს, როცა ერთად გადავალთ ენგურის ხიდზე და აფხაზეთშიც ვიმუშავებთ ჩვენი მოქალაქეების უფლებებზე
- +

27 სექტემბერი. 2023. 14:15

 

 

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მისი აპარატის წარმომადგენლები ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ. სახალხო დამცველი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს და აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა და გაესაუბრა.

 

„დღეს არის ტრაგიკული დღე ჩვენს ისტორიაში, სოხუმის დაცემის დღე. ამავე დროს, ეს არის დღე, რომელმაც ბევრი რამ უნდა გვასწავლოს სამომავლოდ. პირველ რიგში უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას აფხაზებთან, როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას ოსებთან. მგონი, ერთადერთი, როგორც შეიძლება თანაცხოვრება გვქონდეს ამ ხალხთან, არის მშვიდობა და ის გარემო, სადაც არ არის ომი. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს ჩემგან, როგორც სახალხო დამცველისგან იყოს გზავნილი მათდამი, რომ მათთან ჩვენი თანაცხოვრების ერთადერთი ფორმა უნდა იყოს მშვიდობა და ამ ურთიერთობის მშვიდობიან გარემოში გაგრძელება. სადაც არ არის მშვიდობა, იქ არ არის ადამიანის უფლებები. მე იმედი მაქვს, რომ თქვენთან ერთად ჩვენ ყველანი მოვესწრებით იმ დღეს, როდესაც ერთად გადავალთ ამ ხიდზე და არამარტო აქ, არამედ იქითაც, აფხაზეთში ვიმუშავებთ ჩვენი მოქალაქეების უფლებებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ძალიან უხეშად არის შელახული და დარღვეული“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner