logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ზურაბიშვილი თავის საერთაშორისო ვიზიტებს იყენებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული არჩევანი დააზიანოს
- +

27 სექტემბერი. 2023. 15:19

 

 

„უკვე ფაქტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზურაბიშვილი თავის საერთაშორისო ვიზიტებს იყენებს იმისთვის, რომ დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის ევროპული არჩევანი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს.

 

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ მოლდოვას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ სანქციებს არ არის შეერთებული რუსეთის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, როდესაც მისი საუბრის შედეგად, მსგავსი მესიჯები ისმის საქართველოს წინააღმდეგ და მისამართით, ეს ცხადყოფს, რომ მისი სასაუბრო არის ის, რასაც ჩვენ ვარაუდობდით - ასეთი ლექსიკით მოსაუბრე პრეზიდენტი, შეუძლებელია საქართველოს ინტერესებს იცავდეს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner