logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს პრეზიდენტის ვოიაჟისგან
- +

27 სექტემბერი. 2023. 16:01

 

 

„პრეზიდენტმა, როგორც საზოგადოება ხედავს, დააფიქსირა ცალსახა პოზიცია, ის აღიარებს კიდეც, რომ უხეშად არღვევს კონსტიტუციას, საზოგადოება გასულ კვირას განვითარებული მოვლენებით კიდევ ერთხელ დარწმუნდა პრეზიდენტის ზრახვებში და რეალურად დაინახა ამ ადამიანმა, როგორ მიიღო მონაწილეობა იმ სცენარის განვითარებაში, რომლითაც სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტი უნდა ჩამოშლილიყო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

„ვხედავთ, პრეზიდენტი აგრძელებს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას. ეს მისი გადაწყვეტილებაა და ვხედავთ, რომ მართავს ამჟამად ბალტიის სამ ქვეყანაში მაღალი რანგის შეხვედრებს. სიმართლე რომ გითხრათ, არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს მისი ამ ვოიაჟისგან, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი ღიად ამბობს, რომ თურმე არ გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ამ დროს ამბობს, რომ ის დადის თურმე იმისთვის, რათა დაარწმუნოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები, რომ მიიღოს საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მისი საქციელი მის საჯარო განცხადებებთან აცდენილია, მაგრამ ის განცხადებები, რასაც ის აკეთებს შემდგომში ცალსახად მიუთითებს, რომ მისი ეს საქმიანობა პირდაპირ დამაზიანებელია“, – აღნიშნა მიქანაძემ.

 

მისივე შეფასებით, მმართველმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

 

„ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც პირველივე მისი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯზე კონსტიტუციის დარღვევის კუთხით, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რეაგირება მოგვეხდინა და მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყეთ, ვიცით, რომ მომავალ კვირას, 3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ჩანიშნა შესაბამისი სხდომა, რომელზეც განხილული იქნება კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენ ველოდებით ამ განხილვას, თუმცა ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც პრეზიდენტი დგამს ცალსახად მიუთითებს და ამას ყველა აღიარებს, რომ მისი მხრიდან კონსტიტუცია უხეშად დაირღვა. ვნახოთ, რა დასკვნას დადებს საკონსტიტუციო სასამართლო და ამის შემდეგ ჩვენ უფრო მეტი ანალიზის და კომენტარის საშუალება გვექნება. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესები შემდგომში გადმოინაცვლებს პარლამენტში და გაგრძელდება“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner