logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე: აზერბაიჯანს არ აქვს სამხედრო მიზნები და ამოცანები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე
- +

27 სექტემბერი. 2023. 20:01

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს არ აქვს სამხედრო მიზნები და ამოცანები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე.

 

 

სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში ჰაჯიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არ აპირებს სამხედრო მოქმედებების განხორციელებას სამხრეთ სომხეთში სახმელეთო დერეფნის შესაქმნელად.

 

 

„აზერბაიჯანს არ აქვს სამხედრო მიზნები ან ამოცანები სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე, ეს აზერბაიჯანის დღის წესრიგს მიღმაა. აზერბაიჯანი მხოლოდ თავის შიდა სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner