აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს არ აქვს სამხედრო მიზნები და ამოცანები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე.
სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში ჰაჯიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არ აპირებს სამხედრო მოქმედებების განხორციელებას სამხრეთ სომხეთში სახმელეთო დერეფნის შესაქმნელად.
„აზერბაიჯანს არ აქვს სამხედრო მიზნები ან ამოცანები სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე, ეს აზერბაიჯანის დღის წესრიგს მიღმაა. აზერბაიჯანი მხოლოდ თავის შიდა სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.