„ყველანი მოდით არჩევნებზე. ნუ მიანდობთ თქვენს ბედს სხვას. ეს თქვენი ქვეყანაა, თქვენი სამშობლოა და ვალდებულნი ხართ, მიიღოთ მონაწილეობა მისი სტრატეგიის შერჩევაში", - აღნიშნული მოწოდება საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს გააჟღერა.
აქვე ექს-პრემიერმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ იყვნენ ფრთხილად და არ წამოეგონ რიამე სახის პროვოკაციას.
„თითოეული ამომრჩეველი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რომ არ წამოეგოს პროვოკაციას. ჩვენ ვართ ევროპელები - ამ არჩევნებით ეს უნდა დავამტკიცოთ! ჩვენ გვაქვს კულტურა, გვაქვს ჩვევები, რომ ევროპასთან ხელჩაკიდებულებმა ვიცხოვროთ. ეს უნდა დავამტკიცოთ ამ არჩევნებზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.