სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაშინიანმა და მაკრონმა მთიან ყარაბაღში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სიტუაცია განიხილეს.
მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთ-საფრანგეთის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები.