logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პოლიტიკოსისგან არ არის კარგი მოსასმენი გინება, ისინი შეიძლება 100-ჯერ მეტს იმსახურებენ, მაგრამ ხალხი არ იმსახურებს რომ ეს მოისმინონ და ამიტომ, ბოდიშს ვიხდი
- +

27 სექტემბერი. 2023. 22:37

"პარლამენტში ჩხუბი და აყალმაყალი რომ იყო, ერთ მომენტში ჩემი უწმაწური სიტყვები ისმოდა,  ხალხი არ იმსახურებს, რომ ეს მოისმინონ და ამიტომ ბოდიშს ვიხდი" -  ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

 

 

მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიტიკოსისგან არ არის კარგი მოსასმენი მსგავსი სიტყვები:

 

 

"პარლამენტში ჩხუბი და აყალმაყალი რომ იყო, უკადრებელი იკადრეს და გადაგვრიეს ყველა - ამაზე დღეს მომეცა პირველად საშუალება და მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო ყველას, ერთ მომენტში ჩემი უწმაწური სიტყვები ისმოდა. უკაცრავად, პოლიტიკოსისგან არ არის კარგი მოსასმენი ეს გინება, ისინი შეიძლება 100-ჯერ მეტს იმსახურებენ, მაგრამ ხალხი არ იმსახურებს რომ ეს მოისმინონ და ამიტომ, ბოდიშს ვიხდი,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner