logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ნატა ფერაძე არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე
- +

8 სექტემბერი. 2016. 14:02



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ამბობს, რომ საკუთარ შეცდომად გიორგი მარგველაშვილს თვლის, რომლის ხასიათიც თავიდანვე სწორად ვერ შეაფასა.


„დღევანდელ გუნდს მე არ ვირჩევ, მას ირჩევს გიორგი კვირიკაშვილი. არცერთი მაჟორიტარი ჩემი დასახელებული არაა, მხოლოდ რამდენიმე კაცს მივეცი რეკომენდაცია. დღევანდელ გუნდს აკომპლექტებს, რა თქმა უნდა, კვირიკაშვილი, კალაძე, კობახიძე და ა.შ.

 

მარგველაშვილს ვთვლი ჩემს ყველაზე დიდ შეცდომად. ამაზე მოვიხადე კიდეც ბოდიში. არ მინახავს, ამ ხნის კაცი ასე დიამეტრალურად იცვლიდეს ხასიათს, თინეიჯერის დონეზეა.

 

ღარიბაშვილი კარგად იყო შერჩეული. გაჩნდა კითხვები ღარიბაშვილზე? ადგა და წავიდა თანამდებობიდან და მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად გარკვეულად და ღირსეულად.

 

რაც შეეხება ნარმანიას, არის ძალიან მეთოდური, განათლებული, კარგი მენეჯერი. შეადარეთ წინა თბილისი და დღევანდელი თბილისი. მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ისევ მოახერხა თემის აგორება და ახერხებენ, მაგალითისთვის ნატა ფერაძეს მოვიყვან. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" სახე. თბილისი არის რთული სამართავი და ძალიან გაიმართა ნარმანიას მმართველობის დროს. არც ნარმანია არ არის უნაკლო, საზოგადოებასთან კომუნიკაცია და სხვა რაღაც პრობლემები აქვს. ნარმანია სტანდარტებს იცავს, არავის არ უთქვამს მასზე კორუფციასთან დაკავშირებით რაიმე.

 

ჩვენ არ ვიღებდით გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, ეს იყო ყველაფერი გუნდური გადაწყვეტილება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner