logo_geo
eng_logo
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი: ამერიკულ კერძო კომპანიებს სურთ ინვესტიციის ჩადება უკრაინაში, თუმცა უკრაინამ უნდა განახორციელოს რეფორმები ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მიმართულებით
- +

27 სექტემბერი. 2023. 23:21

უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პენი პრიცკერმა განაცხადა, რომ ამერიკულ კერძო კომპანიებს სურთ ინვესტიციის ჩადება უკრაინაში, თუმცა უკრაინამ უნდა განახორციელოს რეფორმები ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მიმართულებით.

 

 

პრიცკერის თქმით, ამერიკულ კომპანიებს სურთ ინვესტიციების ჩადება უკრაინის ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურაში, სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტსა და სამთო მოპოვებაში, მაგრამ უკრაინამ უნდა განახორციელოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის რეფორმები, რათა ასეთი ინვესტიციები უსაფრთხო იყოს.

 

 

პრიცკერი აღნიშნავს, რომ რუსეთთან ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად მზადება ახლავე უნდა დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებები გრძელდება.

 

 

"უკრაინის პოტენციალი დიდია. მას აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში, მეტალურგიაში და სამთო მოპოვებასა და სხვადასხვა სექტორში. მაგრამ ამ პოტენციალის რეალიზაციისთვის საჭიროა წინასწარი სამუშაოების ჩატარება, რაც ახლა წარმატებით შეიძლება განხორციელდეს. და უკრაინის მთავრობა მზად არის მიიღოს ეს გამოწვევა", - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner