logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: იმპიჩმენტი არის დემოკრატიის ნაწილი და მისი ძალიან ბევრი მაგალითი გვახსოვს ჩვენ, როგორც აშშ-ში, ისე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში
- +

27 სექტემბერი. 2023. 23:29

"იყო სპეკულაციები, რომ თითქოს იმპიჩმენტი არ ჯდება ევროპულ ღირებულებებში თუ ევროპულ დემოკრატიაში, პირდაპირ გეტყვით, იმპიჩმენტი არის დემოკრატიის ნაწილი და იმპიჩმენტის ძალიან ბევრი მაგალითი გვახსოვს ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ევროპული სახელმწიფო შენდება მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციისა და წესების დაცვით

 

 

„ჩვენი ოპონენტები უშვებენ იმას, რომ კონსტიტუცია და კანონი თუ დაირღვევა, ან ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, სასამართლო ან კანონის დამცველი უნდა მივიდეს და პოლიტიკურ პარტიას ან ვინმეს ჰკითხოს, ამაზე რომ სამართალი დადგეს და მართლმსაჯულება განხორციელდეს, თქვენთვის თუ იქნება ამ დროს მისაღებიო. გამოდის, რომ კონსტიტუცია, კანონი და მართლმსაჯულება უნდა დაელოდოს პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ პროცესებს?! ეს არ არის ევროპული სახელმწიფო! ევროპული სახელმწიფო შენდება მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციისა და წესების დაცვით. ჩვენ არ გვინდა რომ მომავალში სახელმწიფო ინსტიტუტებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა იმის უფლება მისცენ თავს, რომ ისინი კონსტიტუციაზე მაღლა დგანან“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner