logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილზე: ეს კაცი ვერ გაიცნეს, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის 2011-12 წლებში და ახლა ასეთ კაცს რომ აშინებ, 2 მილიარდი გაგიჩერეო
- +

27 სექტემბერი. 2023. 23:44

"მოგებული პროცესების მიუხედავად, დე ფაქტო სანქცია დაუწესეს ბიძინა ივანიშვილს და სანქციები ემუქრებაო, გვაშინებენ ყოველდღე. ეს კაცი ვერ გაიცნეს, რომ ფულით კი არა, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის 2011 -12 წლებში და ახლა, ასეთ კაცს რომ აშინებ 2 მილიარდი გაგიჩერეო და ვერ ხვდები, ეს ერთი მხარეა," - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა.

 

 

მისი თქმით, როდესაც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ეხება საქმე, საქართველოს ხელისუფლება მეგობრულთან ერთად, მომთხოვნიც არის, ოპონენტები კი ცდილობენ, რომ ეს რუსულ ნარატივად წარმოაჩინონ.

 

 

"დე ფაქტო სანქციები დაადეს [ბიძინა ივანიშვილს] და ახლა ვინღა უნდა დაასანქცირონ ან რით უნდა დაასანქცირონ ისეთით, რომ გული გაუხეთქონ ვინმეს. მაგრამ, როცა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ეხება, ჩვენ მომთხოვნებიც ვართ მათ მიმართ, მეგობრულებიც და ამას მერე ვიღაც დაიჩემებს და რუსულად გასაღებას შეეცდება. წეღანაც ვთქვით, ამერიკული კანონი გაუსაღეს საზოგადოების ნაწილს რუსულად და შეიძლება ესეც კი შეძლონ. მაგრამ ჩვენ, ყველა შემთხვევაში, საკუთარი სიტყვა უნდა ვთქვათ და მართლები უნდა ვიყოთ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი საზოგადოების წინაშე და ხვალ რომ სხვა მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო ამ ყველაფერს უნდა შეხვდეს მზად." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner