logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: არც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუქმნია ოქრიაშვილი და არც ჩვენ
- +

8 სექტემბერი. 2016. 14:04



ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ჟურნალისტის შეკითხვას „ქართული ოცნების" რიგებში მყოფი ყოფილი „ნაციონალების"შესახებ უპასუხა, რომ ეს ადამიანები არიან წარმატებული ადამიანები, რომლებმაც თავად შექმნეს თავიანთი წარმატება. ივანიშვილის თქმით, არ უნდა ვუსაყვედუროთ მათ იმის გამო, რომ მოძალადე გუნდს თავი დააღწიეს.


„როგორც კი ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და როგორც კი გავიმარჯვეთ, მეორე დღესვე მოვიდა 10-12 კაცი და განაცხადეს, რომ ისინი ჩვენს მხარეს გადმოდიოდნენ. ეს ხალხი არც სააკაშვილს შეუქმნია და არც ჩვენ არ შეგვიქმნია. ესენი არიან წარმატებული ადამიანები.

 

ოქრიაშვილი არის ძალიან ნიჭიერი კაცი, ძალიან განათლებული პოლიტიკოსი. ბევრჯერ შევხვედრივარ და ძალიან საინტერესო რჩევებიც მიმიღია. ასევე ცეზარ ჩოჩელიც ძალიან საინტერესო ბიზნესმენია. ეს ხალხი არის ის ხალხი, ვინც საკუთარი ძალით შექმნა თავისი წარმატება და არა პარტიის დახმარებით. არც „ნაციონალურ მოძრაობას" შეუქმნია ოქრიაშვილი და არც ჩვენ არ შეგვიქმნია. მათ, განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც დღესაც ვერ ახერხებენ, სწორი სწორება აირჩიონ, მოძალადე ხელისუფლებაზე, ყოფილზე, უარი თქვეს და გადმოვიდნენ. გაიხსენეთ, იმ ბიზნესმენებიდან, ვინც სააკაშვილს წინააღმდეგობა გაუწია, სად არიან. ზოგი დაარბიეს, ზოგი გადაწვეს, ზოგი ციხეში შეიყვანეს. ამ ხალხს იმდენი ჭკუა ეყო, რომ არც თავი მოაკვლევინეს, არც თავი დააჭერინეს და არც დაარბევინეს და ამაზე ნუ ვუსაყვედურებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner