logo_geo
eng_logo
უკრაინა ბოიკოტს გამოუცხადებს უეფას ტურნირებს, რომელშიც რუსეთი მიიღებს მონაწილეობას
- +

28 სექტემბერი. 2023. 01:51

უკრაინა ბოიკოტს გამოუცხადებს უეფას ტურნირებს, რომელშიც რუსეთი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში განაცხადეს.

 

 

"უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია მკაცრად გმობს უეფას გადაწყვეტილებას რუსეთის 17-წლამდელთა გუნდების საერთაშორისო ტურნირებში დაბრუნების შესახებ. უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია დაჟინებით მოითხოვს უეფასა და ფიფასგან წინა გადაწყვეტილებების დაცვას რუსეთის ყველა გუნდის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

"უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია ადასტურებს, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რუსეთის გუნდების მონაწილეობით არცერთ ტურნირში და მივმართავთ უეფას სხვა წევრ ასოციაციებს, ბოიკოტი გამოუცხადონ შესაძლო მატჩებს რუსული გუნდების მონაწილეობით", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

26 სექტემბერს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება ევროპულ ტურნირებში რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებების შესახებ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner