logo_geo
eng_logo
ნატოში უკრაინის ელჩი: ტერიტორიებზე უარის თქმის სანაცვლოდ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბრები ნატოს შტაბბინაში არ მიმდინარეობს
- +

28 სექტემბერი. 2023. 01:14

ნატოში უკრაინის ელჩის, ნატალია გალიბარენკოს განცხადებით, ტერიტორიებზე უარის თქმის სანაცვლოდ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბრები ნატოს შტაბბინაში არ მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

 

 

მისივე თქმით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმის საკითხი ნატოს შტაბბინაში არცერთ ფორმატში, მათ შორის არც არაოფიციალურ დონეზე განიხილება.

 

 

ნატალია გალიბარენკოს განცხადებით, რომ ეს ინფორმაცია მას პირად საუბრებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს.

 

 

ზოგიერთ ფორუმებზე, სადაც იკრიბებიან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მომისმენია, რომ უკრაინამ უნდა გაითვალისწინოს გერმანიის გამოცდილება, რომელიც ნატოში ნაწილ-ნაწილ შევიდა. თუმცა ესაა არაფორმალური განხილვები, სადაც მიმდინარეობს ნიადაგის შესწავლა - როგორი იქნება რეაგირება ამა თუ იმ წინადადებაზე. აქ, ნატოს შტაბბინაში ასეთი საუბრები არაა“, - აღნიშნა ნატოში უკრაინის ელჩმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner