logo_geo
eng_logo
Reuters: მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთში უკვე 50 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი გადავიდა
- +

28 სექტემბერი. 2023. 01:09

მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთში უკვე 50 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

 

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, მთავრობა უზრუნველყოფს საცხოვრებელს ყველა იმ პირისთვის, ვისაც არ აქვს წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი.

 

 

საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სომხეთში საკოორდინაციო ცენტრი მოქმედებს.

 

 

რეგისტრაციის გავლის შემდეგ ყარაბაღელ სომხებს სხვადასხვა ქალაქში გზავნიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner