logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: დღევანდელ ხელისუფლებას არავითარი სურვილი არ გააჩნია, რომ ვინმეს შეუქმნას ცუდი პირობები არჩევნებში
- +

8 სექტემბერი. 2016. 14:12



არავითარი სურვილი დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია, რომ ვინმეს შეუქმნას ცუდი პირობები არჩევნებში", - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ არც კი იცის, თუ როგორ უნდა „მართოს პროვოკაციები".


„ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, რომ არ მოხდეს კორცხელის მსგავსი ფაქტები. დღევანდელი ხელისუფლება და კვირიკაშვილი ამას კარგად აცნობიერებს. მეც რჩევა რამდენჯერმე მკითხეს. სხვათაშორის, ვერავითარი რეცეპტი ვერ მოვნახე, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი კამერა, რომ ყველა კუთხეში იდგას კამერა და ყველამ იცოდეს, რომ დაფიქსირდება ნებისმიერი ავანტიურა და პროვოკაცია.

 

სხვამხრივ, გულწრფელად ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ არავითარი სურვილი დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია, რომ ვინმეს შეუქმნას ცუდი პირობები არჩევნებში. გარწმუნებთ, რომ დღევანდელმა ხელისუფალმა არ იცის, როგორ უნდა მართოს ხელოვნური პროვოკაციები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner