logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე ‘’ნაციონალურ მოძრაობაზე’’: არც ერთად და არც ცალცალკე მათ არანაირი შანსი არ აქვთ
- +

28 სექტემბერი. 2023. 11:15

 

 

ორად გაყოფილ პარტიაში დაპირისპირება ახალ და აქტიურ ფაზაშია. ''ნაციონალური მოძრაობა'' დაშლის პირასაა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოპოზიციურ პარტიაში ერთიანობა დიდიხანია აღარ არსებობს.

 

გივი მიქანაძე: ''საზოგადოება დაიღალა ამ გაკოტრებული პოლიტიკური სუბიექტის დაჯგუფებების მხრიდან ერთმანეთის მიმართ გაჟღერებული ყველა ზღვარს გადაცილებული ბრალდებებისგან და იმ დაპირისპირებებისგან, რომელიც არის შექმნილი ამ პარტიაში. რაღაც ნეგატიური კარმა არის შექმნილი, რომ ამ ქვეყნის ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც თავის თავს თვლის ქვეყნის მთავარ ოპოზიციად, არის შესული ისეთ ღრმა კრიზისში, რომ იქიდან გამოსავალსაც ვერ პოულობენ. ეს ქვეყნისთვის ზოგადად არ არის კარგი, რადგან ჯანსაღი ოპოზიციის არსებობა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მოქმედება, დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის წარუმატებელი რადიკალების მხრიდან შიგნით ერთმანეთის მიმართ იმ დაპირისპირების განხორციელება, რაც მათ სურდათ, რომ ქვეყანაში დაეტრიალებინათ. ამ სიტუაციაში, საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა ეს დაჯგუფებები გაიყოფიან თუ ერთიანი ძალით იმოქმედებენ. არც ერთად და არც ცალცალკე მათ არანაირი შანსი არ აქვთ.''

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner